weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. სპეცრაზმელებით არის სავსე რამდენიმე ავტობუსი და სატვირთო მანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი საქართველოს მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ზაზა ბაქრაძე თბილისის…

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის ფასადიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 14 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შუშა სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობიდან ჩამოვარდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.

ბათუმში მდებარე სასტუმრო-სამორინე „ლეოგრანდი“, რომელიც ნოემბერში, ხანძრის შემდეგ დაიხურა, მუშაობას ზაფხულიდან განაახლებს. მეპატრონის გადაწყვეტილებით, სასტუმროს სახელი შეეცვლება და „ველმონდი“ დაერქმევა.

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის ფასადიდან შუშა ჩამოვარდა და ბავშვებს დაეცა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 12-დან 14 წლამდე ასაკის ექვსი ბავშვი დაშავდა და ყველა მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ქართველი ჟურნალისტი, რუსული ტელეარხის RTVI-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე კოტრიკაძე რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ სლუცკის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. RTVI-ის ეთერში კოტრიკაძემ 7 წლის წინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. გვიან ღამით, მსუბუქი ავტომანქანა ხიდის მოაჯირს შეასკდა და სარწყავ არხში გადავარდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 65 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა სოფელში არ…

თურქეთის პოლიციამ კანონიერი ქურდის დავით ალხანაშვილის („დათო პანკისკი“) მკვლელობა გახსნა. რუსული გამოცემა Life ამ ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]