საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო სიების დახვეწის მიზნით 1-ლი მარტიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო. აქცია 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდება.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პარიზის, ბრიუსელის, ბოლონიის, ბარსელონის, ბერლინის, კიოლნის, ბრატისლავას, ათენის, სალონიკის, ხარკოვისა და ყაზანის მიმართულებით, 2018 წლის 25 მარტიდან, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს.
„ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში იყოს გადმოსვენებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კილომეტრზე (ენგურჰესთან) დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოვიდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კირაჩმუღანლოში, წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რამდენიმე საათია 300-ზე მეტი მოქალაქეა გაჩერებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. მძღოლები ავტომობილების სავალდებულო დაზღვევას ვერ ახერხებენ.
ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და მღვდელმთავრებს შეხვდნენ და ცხედრის გადმოსვენებაში დახმარება სთხოვეს. როგორც პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, ამ საკითხზე ილია მეორე რუსეთის…
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ, პოეტმა რეზო ამაშუკელმა, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ, მწერალმა თამაზ წივწივაძემ, მსახიობმა გოგი ხარაბაძემ, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის…
მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება: ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო 5 ან მეტშვილიან ოჯახს ყოველ მომდევნო ბავშვზე დამატებით 10 ლარი მიეცემა.
კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, გამოცხადდა კონკურსი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ – 2018.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი განისაზღვრა, რომლის თანახმად, მოქალაქეებს ვალუტის გადაცვლიდან 30 წუთის განმავლობაში სავალუტო ოპერაციის გაუქმება შეუძლიათ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11