weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

17:20 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

საპარლამენტო უმრავლესობიდან ლევან გოგიჩაიშვილის, ეკა ბესელიასა და ბექა ნაცვლიშვილის გასვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ 3/4-იანი საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგა.

საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო უმრავლესობას 113 დეპუტატი შეადგენს. „ქართულ ოცნებას“ 2016 წლის შემდეგ პარლამენტში 115-წევრიანი უმრავლესობა ჰქონდა. გასულ წელს „ქართული ოცნება“ დატოვა დავით ჭიჭინაძემ, რის შემდეგაც უმრავლესობაში 114 წევრი იყო. გუშინ, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე ეკა ბესელიასა და კიდევ რვა დეპუტატის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, ლევან გოგოჩაიშვილმა უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. დღეს კი უმრავლესობიდან და პარტიიდან წავლის შესახებ ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადეს.

ახალი კონსტიტუციით, კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კონსტიტუცია საკონსტიტუციო ცვილებების მიღების მეორე წესსაც ითვალისწინებს – კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღეში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]