weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ოფისიდან ჯერ ფეხი არ მოიცვალოს – ბარამიძე

12:56 პარასკევი, 19 თებერვალი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებთ, გუნდის წევრები პარტიის თავმჯდომარეს ურჩევენ, ცენტრალური ოფისი ჯერ არ დატოვოს.

„ჩვენ საქმე გვაქვს გავრილოვების რეჟიმთან, რომელსაც ახლა ჰგონია, რომ ნიკა მელიას დაჭერით ცოტა მოსულიერდებიან. ამიტომ, ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ამ ოფისიდან ჯერ ფეხი არ მოიცვალოს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, თანამებრძოლები მელიას დაუდგებიან ცოცხალ ფარად, რომ მისი დაპატიმრება არ მოხდეს.

ნიკა მელიამ გუშინ, „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ აპირებს, უახლოეს მომავალში ოფისი დატოვოს და სხვადასხვა აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა. მელიას თქმით, ის მარტო არ ივლის.  

17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელია განჩინების გამოცხადების დროს პარტიის ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მას მიაჩნია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებდა პარტიის ოფისი დატოვებას და პოლიციისთვის ჩაბარებას. ოპოზიციის ლიდერებიც ამბობდნენ, რომ სამართალდამცველებს ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.

 

ამ თემაზე:

მელიას დაპატიმრება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის – სენატორი რიში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]