weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს, ხარვეზები ყველას აქვს – მდინარაძე

12:34 სამშაბათი, 19 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს.

გოგაშვილმა 15 ივლისს თქვა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გააჩნია. რამდენიმე საათში ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში დააკავეს.

„ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს - მთელი პასუხისმგებლობით. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ დაკავებას თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

„ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს. ხარვეზები ყველას აქვს, მაგრამ სამხილებელი, რაც ვიღაცებს უნდათ, ზოგიერთ ძალებს თუ კონკრეტულ პირებს, არაფერი აქვს. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით.

რაც შეეხება კონკრეტულ დაკავებას, ეს სამართალდამცავების საქმეა, ჩემი საქმე არ არის. ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, როდესაც ადამიანის დაკავებიდან მეორე-მესამე დღესვე ჩვენ რაღაც დეტალების შესახებ გვეკითხებიან. ეს არ არის სწორი. არაერთხელ მითქვამს, რომ არ შეიძლება სამართალდამცავის შესაფასებელი პოლიტიკოსმა შეაფასოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს გუშინ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მანამდე, ადვოკატმა თქვა, რომ დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებასაც სოსო გოგაშვილი დაკავებამდე აპირებდა, „საზღვარგარეთ, სანდო ხელშია“ და ის დღის სინათლეს რამდენიმე დღეში მაინც იხილავს.

 

ამ თემაზე:

მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა ბრალს რუსეთის ჯაშუშის მხილების გამო მიყენებს – გოგაშვილი

პროკურატურამ სოსო გოგაშვილს ბრალდება წარუდგინა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]