weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

224 მაღალჩინოსანი 1000 ლარით დაჯარიმდა

14:30 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის განკარგულებით, 2017 წლის განმავლობაში 224 თანამდებობის პირი ქონებრივი დეკლარაციის კანონდარღვევით შევსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდა. მათ შორის, 11 პარლამენტარი, 1 მინისტრი, 6 მოსამართლე და 3 პროკურორია.

დეკლარაციებში დაშვებული გადაცდომებისთვის დაჯარიმდნენ პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, გუგული მაღრაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, თამაზ ნავერიანი, აკაკი ზოიძე, პაატა მხეიძე, მიხეილ ყაველაშვილი, ოთარ ჩრდილელი, ირაკლი აბუსერიძე, თემურ მაისურაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი.

ასევე დაჯარიმებულ იქნა აღმასრულებელი ხელისუფლების 79 თანამდებობის პირი. მათ შორის არიან: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი მოადგილე გიორგი ბუთხუზი, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, შს სამინისტროს სსიპ „112“-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი, განათლების ხარისხის ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი.

დაჯარიმებულთა სიაში მოხვდნენ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებიც: ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი (პოლიტიკური მდივანი) ფიქრია ჩიხრაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი გოჩა შონია და სხვები.

ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაჯარიმდა 3 რაიონული პროკურორი: ფოთის პროკურორი გიორგი ლანჩავა, ქუთაისის პროკურორი ბაქარ ბეჟუაშვილი და ახალციხის პროკურორი დავით ჯინჭველაძე.

ბიურომ განახორციელა 13 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგიც, საიდანაც დაჯარიმდა რაიონული და საქალაქო სასამართლოების 6 მოსამართლე: თამაზ ურთმელიძე, თამარ ზამბახიძე და ლელა ნოზაძე (თბილისი), სიმონ ჩხაიძე (ქუთაისი) მარინა კიკნაძე (ოზურგეთი) და ნათელა ჯაშიაშვილი (გურჯაანი).

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან დაჯარიმდა 95 თანამდებობის პირი, - საკრებულოებიდან 55, მერიებიდან და გამგეობებიდან - 40. მათ შორის: ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე, ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, ბოლნისის გამგებელი გოგი მეშველიანი, წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, თეთრიწყაროს გამგებელი ბესიკ წიკლაური, აჟარის გამგებელი ლაშა მარგიანი, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ქ. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია.

სულ, 2017 წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურის ბიურომ მონიტორინგი ჩაუტარა 287 ქონებრივ დეკლარაციას, აქედან 284 დეკლარაციას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო 3 დეკლარაციას წერილობითი განცხადების საფუძველზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]