weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

„ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას არ მივაღწევთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს 76-ე სესიაზე სიტყვით…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამაყობს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული საქმით „უფრო ძლიერი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად“. ღარიბაშვილი საქართველოში ჩატარებულ და 2…

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კომენტარი გააკეთა გუშინ, ევროკავშირის ოფისის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, ასევე, შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ბატონი მელია უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი ხულიგანია“, – ასე გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროკავშირის ოფისთან „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეებს შორის მომხდარ…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ პერტიებს და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან.

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთისკენ გაიწიეს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დმანისსა და რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლებოდა უკეთესი და „ქვეყნისთვის უფრო სამართლიანი“ ყოფილიყო.

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობასა და ინვესტორ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების გაწყვეტას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, ეს საკითხი ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ენკას“ მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტა შემდგომი ინვესტიციებისთვის ცუდი სიგნალი იქნება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]