weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ჯავახეთში, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მერობის კანდიდატები - ანივარდ მოსოიანი და მელქონ მაკარიანი წარადგინა. მოსოანმა, რომელიც მეორე ვადით იყრის მერის თანამდებობაზე კენჭს, მხარდამჭერებს ქართულ ენაზე მიმართა და თქვა,…

„მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ გახსნა ბაზრები. გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთის ბაზარი დაკეტილი იყო. ჩვენი მშრომელი ხალხი, ფერმერები ვერ ყიდდნენ მოყვანილ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე. ამ დროს, ძალიან დიდი ბაზარია და მთელი…

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ბიზნესკორპორაციად გადაიქცა. როგორც ნათელაშვილი ამბობს, რიგი მეუფეებისთვის პირველ ადგილზე ბიზნესია.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ვანისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერობის შეთანხმებული კანდიდატები მხარდამჭერებს წარუდგინა. ვანში კენჭს ბადრი მებურიშვილი იყრის, ხოლო ზესტაფონში – ბაქარ ხიჯაკაძე.

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ოთხი ტელეკომპანიის ეთერში დებატებზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა აცხადებს, რომ მისი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის პროცესი დაჩქარებით მიმდინარეობს და ეს პოლიტიკური შეთანხმების აქტია. ამასთან, როგორც ქარდავა ამბობს, საქართველოსთვის მისი…

პარლამენტის ყოფილი წევრი ზაზა გაბუნია მექსიკაში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ის მუშაობას ქალაქ მეხიკოში გააგრძელებს.

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი და დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებისთვის „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა. ჩარკვიანის თქმით, მოძრაობის დაფუძნება ემიგრანტების მოთხოვნაც იყო.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ბაკურ ავსაჯანიშვილი წარადგინა. 2012 წლის ნოემბერში, როდესაც ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ავსაჯანიშვილი ყაზბეგის პოლიციის უფროსად დაინიშნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]