weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურას განცხადებით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. საქმე ეხება, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ჩანაწერებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საია 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე თბილისსა და რეგიონებში სიძულვილის ენის შემცველი, ე.წ. სისხლიანი ბანერები გააკრეს. წითელი ლაქებისა და წარწერის „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ფონზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები…

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე სრულად აქვს პასუხისმგებლობა აღებული.

„ქართული ოცნება“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს „ერთიან ნაციონალური მოძრაობიდან“, მიხეილ ბოლქვაძეს „მძიმე პროვოკაციის“ მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ავსტრიის ერთ-ერთი კერძო კლინიკაში ნარკოტიკების მოხმარებაზე ჩატარებული ტესტის პასუხი გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ პაციენტმა გაიარა შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზის საშუალებით და შედეგები…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბოლო 30 წლის განმავლობაში „ყველაზე ჰუმანური ხელისუფლებაა“ და მისი ეს იმიჯი „გაუთვლელი, უგუნური სპეცოპერაციებით“ გიორგი გახარიამ დააზიანა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფაილებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს, თანამშრომლებს სასულიერო პირების შესახებ კომპრომატების შეგროვებას ავალებდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დღეს, 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ დათიაშვილი ერთ საათში გაათავისუფლეს.

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრებმა თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილი მიიყვანეს და უროებით დაამტვრიეს. ოპოზიციური პარტიის პერფორმანსი ინტერნეტში გავრცელებულ და სავარაუდოდ სუს-დან გაჟონილ, უკანონო მოსმენებისა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]