weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

პოლიტიკა

რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ონიანმა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა იმიტომ მიიღო, რომ მის მიერ წარდგენილ გუნდში არ მოიაზრებოდა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს კურთხევა უნდა მისცეს კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად. ამის შესახებ მან დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დიდგორი დღესაც მოსაგებია.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ნიკა ჭეჟიამ თანამდეობდა დატოვა და გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება ჭეჟიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი – „ერა“ და „დავითი“ დალუქეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და „სახალხო პარტიაში“ წევრიანდება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკის გამო მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ოპოზიციური არხები“ ისტერიას ქმნიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი „სახალხო პარტიაში“ ბრუნდება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავზე, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, დელეგაციასთან ერთად, ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტების მერების ხელფასი 1800-2000 ლარია, რაც დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება და საჭიროა, გაორმაგდეს. მერების ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით პრემიერის ეს განცხადება მცდარია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]