weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც არასდროს, რეფორმები საჭიროა და მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან მაკროფინანსური მხარდაჭერის მისაღებად.

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ანა ბიბილაშვილი თბილისის მერობის, ბადრი ჯაფარიძე კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.

„ევროპულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 11 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხონის და თერჯოლის მერობის კანდიდატებს, ზურაბ ჯიბუხაიას და ზურაბ ბუცხრიკიძეს მხარს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უჭერენ.

პარლამენტის ყოფილი წევრი, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 24 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. სენაკში კენჭს პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის მოქმედი წევრი კობა ნაყოფია იყრის. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები არიან:

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. დღეს ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა და განაცხადა, რომ უგულავა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია.

გიგი უგულავამ, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთის მერობის კანდიდატად წარადგინა, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლა ვაქცინაციისკენ მოწოდებით დაიწყო. როგორც მან განაცხადა, აცრას ალტერნატივა არ აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად 30 ივლისს წარდგენილი შალვა ელოშვილი ბაკურ ავსაჯანიშვილით ჩაანაცვლა. 2012-2020 წლებში ავსაჯანიშვილი ყაზბეგის პოლიციის უფროსად მუშაობდა, გასული წლის სექტემბრიდან კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის…

შალვა ელოშვილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად, რამდენიმე დღის წინ, 30 ივლისს წარადგინა, აცხადებს, რომ მან და მისმა გუნდმა პარტია დატოვეს. ელოშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხედვა…

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დღეს ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც „ქართული ოცნებიდან“ მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე წარადგინა. სიტყვით გამოსვლის დროს კუჭავამ განაცხადა, რომ ოზურგეთი ლიდერების სამჭედლოა, რის მაგალითადაც მან ნოე ჟორდანია,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]