საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მასთან გასაუბრებას ითხოვს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე მოხსენებით გამოდიოდა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო. ნონა მამულაშვილის თქმით, მოხსენებამ მას…
ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, 24 რადიომაუწყებლობის კომპანიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ მიმართ დაგროვილი მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა. მან გიორგი სახოკია შეცვალა, რომელიც გუბერნატორის თანამდებობაზე თებერვლიდან მუშაობდა.
საქართველოში მყოფი ლიეტუვის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებას და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურნენ.
ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – ალექსანდრ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ოძისის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა განიხილება. რაც შეეხება კახეთში არსებული რკინიგზის აღდგენას, ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემისთვის დღეს მზად არ არის.
„როდემდე უნდა ვესაუბროთ სუს-ის ენით საქართველოს მოქალაქე უმცირესობებს? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ არ ფიქრობთ, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც წელიწადში ვუხდით 5 მილიონ ლარს, გასაუქმებელია, იმიტომ, რომ არაეფექტურია? როდის…
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია შეიმუშაოს.
„დღეს საქართველოში 300 000 ადამიანზე მეტი უმუშევარია, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 22%-ია. მაისის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღები არის 153 000 ოჯახი. ეს დაახლოებით 550 000 ჩვენი თანამოქალაქეა, მათ შორის არის …
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11