საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, სამკურნალოდ რუსეთში, სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შესახებ გამართლება არ აქვს.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020…
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტში არცერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება. კობახიძემ ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
„სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არაა. ვისაც ამისი მანდატი აქვს, უნდა იყოს პარლამენტში“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომლის დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა დღეს სცნო.
საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო. მათ ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე ჩაანაცვლეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, აუცილებელია პარტიას შეუერთდეს ხალხი, რომელიც აქამდე მასთან ერთად ბრძოლას თავს არიდებდა. როგორც მელია ამბობს, პარტიაში დიდი განახლების და გადალაგების დროა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ბექა ძამაშვილი დაინიშნა. ის კურირებას გაუწევს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას საერთაშორისო მიმართულებებით.
საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის - ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის – ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11