საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა დატოვეს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ „აქცია ერთი პარტიის აქციად იქცა“.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. როგორც კალაძე ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გადამოწმების ორი ფორმა…
„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ურყევი: ამ ქვეყანაში წინსვლას, სტაბილურობას, წარმატებას, განვითარებას სჭირდება ახალი არჩევნები. წერტილი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ამ მოლაპარაკებებზე არ დავთმობთ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ,…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ერთი დღით მაინც უნდა მოხვდეს საპატიმროში, რათა საქართველოში არჩევნების გაყალბება ვერავინ გაბედოს. ამის შესახებ მელიამ თბილისში, პარლამენტის…
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. მხარეებმა კონკრეტულ შედეგს დღეს ვერ მიაღწიეს, თუმცა შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა მაიკ პომპეოს საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში ვიზიტი სპეციალურ ბრიფინგზე განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დისბალანსის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ბიულეტენების უბნის გარეთ გატანაა. ამის საკითხზე თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 13 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება,…
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით წარდგენილი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11