weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლებენ და იქ დარჩებიან, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მთავარი მოთხოვნები - ხელახალი საპარლამენტო…

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

„ჩვენი პირველადი შეჯამება, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, დადასტურდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც საოლქო საარჩევნო კომისიები ვერ შეძლებენ შემაჯამებელი ოქმების დაჯამებას“, –…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ 8 ნოემბერს, თბილისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან და მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამორალურს და უტიფარს უწოდებს „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო ოქმებში გახვეული პურით მივიდა. როგორც დოლიძე ამბობს, ამ თუ შემდეგი ხელისუფლების პირობებში, სამართალი პურს აუცილებლად შეჭამს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერი სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან  სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით გამოძიებას აწარმოებს. ამის შესახებ სუს-მა ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ივანე ბურდულის სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მის კავშირს, კერძოდ, დიმიტრი შაშკინთან მეგობრობას უკავშირებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ხელი არ შეუწყონ კორონავირუსის გავრცელებას. მინისტრის თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის და შეთანხმების მიღწევა „მსგავსი პროტესტის“ გამოხატვის გარეშეც შესაძლებელია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]