საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები სამართალდამცველებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არ შეუშვეს. პარტიის გორის ორგანიზაციის წევრები დიცში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას უნდა შეხვედროდნენ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იყოს.
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ხელისუფლებას მოუწოდებს, თურქეთთან საზღვარი გახსნას და მოქალაქეების მეზობელ სახელმწიფოში, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების საშუალება მისცეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი ყურადღებით აკვირდება შავ ზღვაში NATO-სა და საქართველოს აქტივობას. ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას და სანოტარო საქმიანობის განახლების უფლებას არ აძლებს. შენეგლიამ სასამართლოს განჩინების აღსრულების მოთხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (Transparency International) კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი შვილის ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა ბოლო ორ წელში, სახელმწიფო შესყიდვებიდან 6 264…
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, ბოლო 24 საათში, ოთხით გაიზარდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე დილით განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვიc ოთხით არის გაზრდილი.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას ულოცავს. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 2 ივლისს მიიღო.
საქართველოს პარლამენტმა პარლამენტმა 94 ხმით, ერთის წინააღმდეგ, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის განცხადებით, ცვლილებების დიდი ნაწილი ეფუძნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს.
„გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია“, – ამის შესახებ ნათქვამია 18 ოპოცზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11