weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, როდესაც თქვა - „ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე“, არ გულისხმობდა, რომ ძალადობა კარგია. პრეზიდენტმა „რამდენიმე ტელევიზია“ მის მიმართ ბულინგში დაადანაშაულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული სასაზღვრო ინციდენტებით კიდევ ერთხელ დასტურდება საზღვრის დემილიტარიზაციისა და დემარკაციის საკითხზე თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების სწრაფად დაწყების მნიშვნელობა. 

ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დაინიშნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩიქოვანის მეჯვარეა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორსა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ოთარ სირაძეს და მის ძმას, დავით სირაძეს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინა. დანაშაული ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.…

ქალაქ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, კომახიძე მერიაში დილიდან შეხვედრას მართავს, სადაც თანამშრომლებს გადადგომის შესახებ აცნობა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, თანამდებობას ტოვებს ვიცე-მერი ლაშა ტუღუშიც.

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს, ხვალიდან მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. სამინისტრომ შენგელიას სანოტარო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო პროგრამაზე წვდომა აღუდგინა.

საქართველოს პრეზიდენტმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ერთადერთი რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება მოიმოქმედოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გააქტიურებაა.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი რელიგიური ტურიზმის ადგილი გახდეს. მისივე თქმით, ამაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საპატრიარქომ უნდა იმუშაონ.

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მიმართვის ვადა ამოეწურათ. პარტიებს, რომლებსაც მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არ ჰყავთ, ცესკოსთვის 15 ივლისამდე…

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნინო თვალავაძემ თანამდებობა დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]