weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

პოლიტიკა

დავით ზურაბიშვილმა „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ხანგრძლივი ფიქრის, განსჯის და შინაგანი ბრძოლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოცილდეს პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას და, შესაბამისად, დატოვოს პარტია.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს, 224 ხმით 189-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი 2021 ფისკალური წლის საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური…

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ განცხადება ჯაფარიძემ დღეს გააკეთა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობას ე.წ. ადმინისტრაციის ახალი უფროსი კონსტანტინ ფილია წარუდგინა და განაცხადა, რომ გალი ყურადღების გარეშე არ დარჩება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავას დანიშვინის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის 22 ივლისის განკარგულებით, ღვამიჩავა ამ თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით დაინიშნა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა ოთხი წლის ვადით დაინიშნა. ღვამიჩავამ ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც ეს თანამდებობა 22 ივნისს დატოვა.

„ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურში უარყოფენ ინფორმაციას, რომ პარტიამ მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში ჩასმა შესთავაზა. მათი განმარტებით, აბაზოვის სიაში შეყვანა „არ განიხილებოდა და არც განიხილება“.

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი „რეგინფოსთან“ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სიაში ჩასმა შესთავაზა, რაზეც უარი არ უთქვამს.

„სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, არ ვიცი, ეს არის უნამუსო ტყუილი და სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ“, – განაცხადა…

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, თერმოსკრინინგი გააქტიურდება, ბაზრობებზე კი კონტროლი გამკაცრდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]