საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ბახტაძის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ „ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი“.
„სამხრეთ ოსეთი გენოციდად აღიარებს არა მხოლოდ 1920 წლის, არამდედ 2008 წლის მოვლენებს“, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მმართველმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
ჩემთვის 2008 წლის აგვისტოს ომი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორიაა მთელი საქართველოს არსებობის მაძილზე, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავზე.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი დროებით ჩაკეტა. სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვა უკავშირდება ღონისძიებებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავზე ცხინვალში უნდა გაიმართოს.
„2019 წლის 7 აგვისტოს 11 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ“, –…
„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ქვრივი ტელეკომპანიის 30%-იანი წილისთვის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი უძველესი ტრადიციები: სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის სიწმინდე და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ერთმანეთის თანადგომასთან, ჩვენი სამშობლოს მთავარი სილამაზეა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში, სახალხო ზეიმ „შუამთობაზე“ განაცხადა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11