საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც ბოლო ორი დღეა საოკუპაციო ძალები ღობეებს ავლებენ და ორმა ოჯახმა სახლი და მიწის ნაკვეთები დაკარგა.
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ზუგდიდში, თხილის საწარმოში „ჯეო ნათსში“, ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკარში არ მიუღია პასუხი, კონკრეტულ ოჯახებს ადგება თუ არა საფრთხე.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ე.წ. საზღვრის ქართულ მხარეს გადმოწევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა მურატ…
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების გავლების პროცესი უნდა შეჩერდეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის განცხადებით, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს, ახალი როკის გვირაბი იქნება.
სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე გაუჩინარებული ტურისტებიდან ორი გარდაცვლილი იპოვეს, მესამე კი დაშავებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ისინი ბელარუსის მოქალაქეები არიან.
ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის ომის დაწყების 27-ე წლისთავს. მამუკა ბახტაძის თქმით, 14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი…
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პოლიციის მაიორი ვაჟა სირაძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე მიხეილ დილიმაშვილი შეცვალა, რომელიც აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, ქურდობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ქალი დააკავეს. სავარაუდოდ, მან ფული დედამთილს მოპარა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11