weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია საქართველოში „ბორდერიზაციის“ გაგრძელების შესახებ ინფორმაციით. შეერთებული შტატების პოზიცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა დააფიქსირა.

გუდაუთის რაიონის სოფელ მუგუძირხვაში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბი დაცხრილეს. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, სროლის შესახებ შეტყობინება რაიონულ განყოფილებაში დღეს 10:30 საათზე შევიდა.

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი პატარიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარით გამოეხმაურა. პატარიძე საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. 

„პირველად ვდგები ეხლა და მივდივარ ტელევიზორის ჩასართავად. სულ რუსთავი მექნება ჩართული!“ – წერს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში, რითიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების გათავისუფლებას ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრი სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა. მამუკა ბახტაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ბარიერის გავლების შედეგად დაზარალებულ სოფელში გვიან საღამოს, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდა. მისი სტუმრობის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას…

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პესსამსახური ავრცელებს.

სოფელ აიბღას ასახვა რუსეთის საკადასტრო მონაცემთა ბაზაში უკანონოა, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა რუსეთის…

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შესახებ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩეკს დეტალური ინფორმაცია…

„საქართველოს რვა მოქალაქე მესაზღვრეებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის სამხრეთ ოსეთში, დასახლებულ პუნქტ აძესარის მიდამოებში დააკავეს“, – ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]