საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, ვიდრე საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად გამოემგზავრებოდა, რუსეთის პატრიარქ კირილისგან კურთხევა მიიღო.
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი კიდევ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის მოხდება ეს მან თქვა, რომ „თუნდაც ხვალ“ შეუძლია საქართველოში გამგზავრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, შს მინისტრ გიორგი გახარიას და მთლიანად სამინისტროს საზოგადოების ყველა წევრისგან მადლობა და მხარდაჭერა ეკუთვნით იმისთვის, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა აღკვეთეს.
„დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა.
„ქოცებო ცოტა კიდე მომაწექით და აუცილებლად გადავდგები“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა სააკაშვილს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ეხმაურება. მისი განცხადებით, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ უკანონო შეზღუდვები მოკლე ვადებში…
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ, ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვად აფასებს, რაც მიზნად ისახავს მათ იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ…
„როგორც კი გუნდისთვის გავხდები დამაზიანებელი, ჩვენ როგორმე ამ საკითხს გადავწყვეტთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც თანამდებობაზე რჩება, მისი და შსს-ს პასუხისმგებლობის რეალიზებაა.
„მომიტინგეები გაფრთხილებულები იყვნენ მაშინ, როდესაც დაიწყო აქციის დაშლა. ყველაფერს აქვს თავისი პროცედურული და პროტოკოლური მხარე, რომელიც იყო დაცული“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი ჩაკეტა, რომელიც ოკუპირებულ გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ლაივპრესი“ ავრცელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11