weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, მთავრობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა და დავის დაწყება იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტით იმყოფება, მიუღებელია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს მიმართავს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს და „პოსტ-საბჭოთა ჭაობში“ არ დატოვოს.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, რომელსაც გუშინ ქუჩაში თავს დაესხნენ, ირაკლი კობახიძის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება ძალადობის წახალისებად და ძალადობისკენ მოწოდებად შეაფასა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ვახტანგ წურწუმიას, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარად იყო არჩეული, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. კანონიერი ქურდი მიუგზავნა. წურწუმიამ 30 მაისს საკრებულოს განცხადებით მიმართა და…

„თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს, უნდა დავუწესოთ სანქციები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი…

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქართული ეროვნული იდენტობის მიმართ „შეტევის ახალი ტალღა“ ხორციელდება, რის მაგალითადაც მან მეფე ერეკლე მეორესთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილის განცხადება დაასახელა.

„ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური…

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ 217 482 ლარით დააჯარიმა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები ე.წ. მარიუპოლის საერთაშორისო ტრიბუნალის წესდების შემუშავებაში მონაწილეობისთვის მიიწვიეს. უკრაინელი სამხედროების გასასამართლებლად „ტრიბუნალი“ ოკუპირებულ ქალაქში სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს შედგება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]