weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენაზე ისაუბრა. განცხადება მან პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში „ზაგულბა“ გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დააგვირგვინოს.

საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივი სხდომა გამართა, სადაც აზერბაიჯანის ისტორიული ქართული დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის მექანიზმები და შესაძლებლობები განიხილეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვით, საქართველოს რუკის სხვადასხვა ფორმით დამახინჯება დასჯადი ხდება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტარიზმის ისტორია შეცვალა. ამის შესახებ მდინარაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პატრიოტთა ალიანსიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ცენტრს“ საქმიანობაში ხელს უშლიან. როგორც კვიციანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, სპეცსამსახურებმა უკვე მიაკითხეს იმ ბიზნესმენებს, ვინც ცენტრის…

საქართველოს მასშტაბით დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი და 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]