საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
250 000 ლარის ქრთამის აღებისთვის ბრალდებულ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რეგიონებში საჯარო შეხვედრებს გამართავს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28-31 იანვარს,მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაგეგმილ შეხვედრებზე, სოფო კილაძე ზუგდიდის, ხობის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის, ლაგოდეხისა…
რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, უნდა განახლდეს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველომ აღადგინოს სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.
იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრული შესაძლებლობა აქვს, რომ უვადო მოსამართლედ დანიშნოს, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მას შემდეგ, რაც სასამართლო რეფორმის სამუშაო…
თბილისში, სასტუმრო „რედისონთან“, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად, საპროტესტო აქცია სახელწოდებით „სასამართლოს გადასარჩენად“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომა მოითხოვეს, რომლებმაც მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას…
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა. როგორც პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, სამუშაო ჯგუფის არსებული შემადგენლობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელია.
ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღვაურის, 23 წლის დავით რაზმაძის ცხედარი სამშობლოში ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, გადმოსვენების პროცესი ექსპერტიზის გამო ყოვნდება.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ–მინისტრს პარლამენტში იბარებს. დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესებულია და ამასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ კითხვებს უნდა უპასუხოს.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერება განიხილება. როგორც გოგიჩაიშვილმა თქვა, გუშინდელ შეხვედრაზე ამ საკითხს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11