weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი ეწვევა. მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. დუკანოვიჩის ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია.

„ხალხო, გეკითხებით, რატომ ვარ მე ცუდი? თუ მურუსიძე ცუდი იყო და დღეს არის კარგი, იქნებ მეც გამოვსწორდი?“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საჯარო მოხელეების გათავისუფლება რეორგანიზაციის შედეგად მოხდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, „2008 წლის ომის ობიექტური გაშუქებისა და გმირობისთვის“, რუს ჟურნალისტებს მედლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს. დაჯილდოვებულთა შორის არიან სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის…

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვი, რომელსაც ამ დრომდე მარნეულის მერის უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა, საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართავს. მისი განცხადებით, არ სურს, მერის თანამდებობაზე მუშაობა მძიმე ბრალდებით გააგრძელოს.

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ პარტიას სახელწოდებით „კანონი და სამართალი“ ქმნის. ამ თემაზე მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თანაპარტიელებთან - გიორგი ცობეხიასთან და ქეთი ენუქიძესთან ერთად ისაუბრა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ბელგიის ქალაქ ლიეჟის შემდეგ ემიგრანტებთან შეხვედრას 3 მარტს, იტალიაში გამართავს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ლიეჟში „პირველი ისტორიული კონგრესი შედგა იმ გაგებით, რომ მისი ჩაშლა ვერ მოხერხდა“.

17-19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერი, კახაბერ მახათაძე გადადგა. არსებული ინფორმაციით, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საქართველოს პარლამენტში დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად, თემატური მოკვლევის ჯგუფი იქმნება. ამის შესახებ ცნობილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გახდა. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას  განცხადებით, უკვე ორი წელია ამ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]