weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სპორტი

უნგრეთის ქალაქ დიორში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში სკოლამდელ ჭაბუკებს შორის, ფინალში გასვლა საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა მოახერხა, თუმცა სამივე მათგანი რუს მეტოქესთან დამარცხდა.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი სოჭში შედგა. პორტუგალია-ესპანეთის „პირენეულ დერბიში“ მაყურებელმა უაღრესად საინტერესო, სანახაობრივი და უხვგოლიანი დაპირისპირება იხილა. კრისტიანო რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მუნდიალების ისტორიაში სხვა მიღწევითაც შევიდა.

პორტუგალიელ ფეხბურთის ვარსკვლავ კრისტიანო რონალდოსა და ესპანეთის სახელმწიფო საადვოკატოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის მიმართ დაწყებული სასამართლო საქმე დასრულდება.

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის მეორე სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი შედგა. ურუგვაიმ 1970 წლის შემდეგ პირველად შეძლო მუნდიალზე მისთვის პირველი მატჩის მოგება, ირანმა კი 1998 წლის შემდეგ პირველად მოახერხა…

ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. 27 წლის ფორვარდი მადრიდის „ატლეტიკოში“ დარჩა და კატალონიური „ბარსელონა“, რომელსაც ძალიან სურდა მისი შეძენა, უარით გაისტუმრა.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის სტადიონ „ლუჟნიკებზე“ საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი. გახსნის ცერემონიის შოუში მონაწილეობა პოპულარულმა ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა და რუსმა საოპერო სოპრანომ, აიდა გარიფულინამ მიიღეს.

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ხარაგაულში, საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/16-ფინალში ზესტაფონის „მარგვეთი 2006“ დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

17 ივნისს ყვარლის ტბა ვეტერან სპორტსმენებს შორის ნახევარმარათონს უმასპინძლებს. გარბენში მონაწილეობას მამაკაცები (35 წელს ზემოთ) და ქალბატონები (30 წელს ზემოთ) მიიღებენ.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია მადრიდში დაიწყო, სადაც თორნიკე შენგელიას კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

იტალიის ჩემპიონატ სერია A-ში ქართველი ფეხბურთელი კვლავ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე „ემპოლიში“ რჩება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]