საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ჯამში 111 მედალი მოიპოვა, ხოლო ისტორიაში პირველად საქართველომ საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და სტამბოლის „ბეშიქთაში“ ფინანსურად დააჯარიმა. საინტერესო კი ამ ყველაფერში სასჯელის მიზეზია.
იტალიის ნაკრების მეკარე მატია პერინი ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია და უახლოეს მომავალში „ჯენოას“ 25 წლის გოლკიპერის ტრანსფერი ოფიციალურ დონეზე დადასტურდება.
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე „ფეხბურთის მეფედ“ წოდებულმა პელემ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრების გამო ძალიან ნერვიულობს. ლეგენდარული ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ „სელესაოს“ მუნდიალზე პრობლემები შეექმნება.
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1997 წელს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.
რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ირლანდია ანგარიშით 24:20 დაამარცხა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად მოახერხეს ჯგუფურ ეტაპზე მატჩის მოგება.
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინეისტამ მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და ტურნირის ფავორიტებიც დაასახელა.
პროფესიონალ ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ განვლილი ორი ამხანაგური მატჩი შეაფასა. სფფ-ის პრესსამსახურთან საუბარში „ვიტესის“ კაპიტანმა“ აღნიშნა, რომ მთლიანობაში ნაყოფიერი შეკრება იყო, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გამოცდილება მიიღეს.
რუსეთში გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე 7 დღე რჩება. მუნდიალზე 32 მონაწილე ქვეყნის 736 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპულ კლუბებს წარმოადგენენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11