საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ხმაურიანი ტრანსფერებით გამორჩეული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. შუა სეზონში განხორციელებული შენაძენებით განსაკუთრებით ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებმა იაქტიურეს. გთავაზობთ ყველაზე გახმაურებულ საფეხბურთო ტრანსფერებს.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ფედერაციაში განაცხადეს, რომ ეს თანამდებობა ალექსანდრე ჭიკაიძემ დეკემბრში დაიკავა და თავისუფალი სტილით ჭიდაობის მიმართულებით მუშაობს.
საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებულ „თელავში“ ორი უცხოელი ფეხბურთელი ისინჯება. თელავური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დეკანოსიძე ბრაზილიელ სილას სოუზასა და არგენტინელ მარსელო გონსალესს აკვირდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვალერიან (ვაკო) გვილია კარიერას შვეიცარიის სუპერ ლიგის კლუბ „ლუცერნში'' გააგრძელებს. ოფიციალური ინფორმაციით, 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან ხელშეკრულება 2020 წლამდე გააფორმა, სატრანსფერო თანხა კი უცნობია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს, რომ აკადემიის მიზანი სამეგრელოში ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ფეხბურთის განვითარებაა. 2018 წელს აკადემია 180 ბავშვს უფასოდ მოამზადებს.
კაროლინ ვოზნიაცკიმ პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი. პოლონური წარმოშობის მქონე დანიელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი 7:6 (7:2), 3:6, 6:4 დაამარცხა.
ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ისტორიულ მიღწევის ავტორი გახდა. ტოჩინოშინი პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელმაც „იმპერატორის თასი“ მოიგო.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას თბილისში გამართავს. 24 მარტს ვლადიმირ ვაისის გუნდი ლიტვის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე გუნდისთვის აღნიშნული შეხვედრა UEFA-ს ერთა ლიგის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.
ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ისტორიულ მიღწევას კიდევ უფრო მიუახლოვდა. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე ქართველმა სეკიტორიმ მე-12 გამარჯვება მოიპოვა, მისმა უმთავრესმა კონკურენტმა კაკურიუმ კი მესამედ…
ესპანეთის სამეფო თასის, „კოპა დელ რეის“ მიმდინარე გათამაშებაზე ბრძოლას ოთხი გუნდი აგრძელებს. „სევილიას“, „ვალენსიასა“ და „ლეგანესს“ კატალონიური გრანდი „ბარსელონა“ შეუერთდა, რომელმაც მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში თანაქალაქელი „ესპანიოლი“ სასურველი ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11