weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

სპორტი

ევროპის ხელბურთის ფედერაცია (EHF) დათანხმდა საქართველოს ეროვნული ფედერაციის წინადადებას, 2018 წლის ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის თბილისიდან თელავში გადატანის შესახებ. გადაწყვეტილება გერმანიის ქალაქ ჰამბურგში EHF-ის აღმასკომის სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული გასული წლის მგსავსად, ლაშა ტალახაძემ არგუნა. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძალოსანი 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა…

პროფესიული სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორივე ქართველ სეკიტორის სოლიდური წინსვლა აქვს. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ლევან გორგაძე ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაწინაურდა, თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ კი ძურიოში…

საფრანგეთის ქალაქ მარსელის გარეუბან ექს-ან-პროვანსში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც 450-ზე მეტი გოგონა მონაწილეობდა. ქართველმა ძიუდოისტმა გოგონებმა შეხვედრები მხოლოდ იაპონელ მეტოქეებთან დათმეს და ჯამში ოთხი მედალი მოიპოვეს.

კასპის ახლად გახსნილ დარბაზში აფხაზეთში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის, გოჩა თათრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოყვარულო საკალათბურთო ტურნირი გაიმართა, რომლის ინიციატორი მწვრთნელი გია გვალია იყო.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ე.წ. ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის (All Star) ხმის მიცემა დაიწყო. კალათბურთელების არჩევა გასული წლის წესისამებრ მსგავსად მოხდება, რომელიც NBA-მ ზაზა ფაჩულიას გამო შემოიღო.

იტალიის თასის მეოთხედფინალური მატჩი ტურინის „იუვენტუსსა“ და თანაქალაქელ „ტორინოს“ შორის ტელეარხ Rai Sport-ზე პირდაპირ ეთერში კომენტატორების გარეშე გადაიცემა.

საქართველოს ნაკრები ფუტსალის საერთაშორისო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს. გასული წლის დეკემბერში ნაკრები 48-ე საფეხურზე იყო. ფუტსალში ნაკრების პროგრესი აშკარაა - ავთანდილ ასათიანის გუნდს ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპის ჩემპიონატის 12-გუნდიან ფინალურ…

„ელ კლასიკოს“ სახელით ცნობილი უდიდესი საფეხბურთო დაპირისპირება ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით მადრიდის სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა და გათამაშების პირველადგილოსანი „ბარსელონას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ევროლიგის მე-14 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „სასკი ბასკონიამ“, რომელმაც საკუთარ სარბიელზე „ბარსელონა“ 85:82 დაამარცხა. ვიტორიელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]