weather cur horoscope tv
მაისი 16, 2024

სპორტი

ზამთრის სატრანსფერო სეზონში უამრავი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. ევროპის წამყვანმა კლუბებმა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები დაიმატეს და რამდენიმე სენსაციური ტრანსფერიც განხორციელდა.

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით ოთხი სპორტსმენი გამოვა, რომლებიც სამ სპორტულ დისციპლინაში იასპარეზებენ.

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ლუიჯი დი ბიაჯო დაინიშნა.

ქართველი ძალოსანი, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდა, ქალებს შორის კი საუკეთესოდ ესპანელი ლინდა ვალენტინი დასახელდა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2018 წლის გათამაშებისთვის ემზადება. ახალ ზელანდიელი სპეციალისტის, მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი წლის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიის…

ესპანურ საკალათბურთო ლიგა ენდესაში დიდებული სერია აქვს გიორგი შერმადინის გუნდს, მალაგას „უნიკახას“, რომელმაც ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილამდე აღზევდა. ანდალუზიელებმა მორიგი გამარჯვება შინ „მურსიასთან” იზეიმეს (78:67),…

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის თასს 8 თებერვალს, თბილისში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი ქრისტიან კარამბე ჩამოიტანს. FIFA-ს თასს საქართველოს დედაქალაქში მსოფლიო ტურის ფარგლებში ჩამოიტანენ, რომელიც ლონდონში 23 იანვარს დაიწყო.

პოლონეთის ქალაქ ტორინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე და თავისუფალ პროგრამებში გამოსვლა გამარჯვებით დაასრულეს და საერთო ქულათა ჯამით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლიტვასთან 24 მარტს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი 27 მარტს ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

ფეხბურთში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა კლუბმა, ქუთაისის „ტორპედომ“ ლოგო და ეკიპირება შეიცვალა. ახალ ლოგოზე ქართული ასო-ბგერა ტ (ტარ) და ლათინური T ერთმანეთს ერწყმის, ხოლო ეკიპირება ტრადიციულ შავ-თეთრ ფერში იქნება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]