საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა ლიგად წოდებული საკლუბო საფეხბურთო ტურნირის, „კოპა ლიბერტადორესის“ 2017 წლის გათამაშება პორტო ალეგრის „გრემიოს“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ სერიაში ბრაზილიურმა კლუბმა არგენტინული „ლანუსი“ ორი მატჩის ჯამში საერთო ანგარიშით 3:1…
საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის პირველ მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
რა მოხდება თუ Formula E-ს ელექტრომობილი და პლანეტის უსწრაფესი ცხოველი გეპარდი (Acinonyx jubatus) ერთ მონაკვეთზე ერთმანეთს სიწრაფეში გაეჯიბრებიან? ამ კითხვაზე პასუხის ძებნაში სარბოლო გუნდმა Techeetah, ახალი სარეკლამო ვიდეორგოლით უჩვეულო ექსპერიმენტი…
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც დენის ოსვალდი ხელმძღვანელობს, კიდევ 5 რუს სპორტსმენს გაუუქმა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული შედეგები.
რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერის პრეზენტაცია მოსკოვში შედგა. მუნდიალის პოსტერის დიზაინი ცნობილ რუს დიზაინერს, იგორ გუროვიჩს ეკუთვნის და მასზე მთავარ ფიგურად ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინია გამოსახული.
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მსოფლიოს მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიას სათავეში ჩაუდგა.
საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გუნდის მეკარე როინ კვასხვაძის ტატუ გაიკეთა. კვასხვაძემ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩის უკანასკნელ წუთზე „დინამოელი“ ოთარ კიტეიშვილის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია, რამაც „ტორპედოს“ ნანატრი…
გაისად რუსეთში გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე მატჩის მთავარ არბიტრებს პირველად მიეცემათ უფლება, შეწყვიტონ და გადადონ მატჩი სტადიონზე რასიზმის გამოვლენის შემთხვევაში. ამის შესახებ FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა.
იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ხელმძღვანელებმა, გუნდის ბოლო პერიოდში ნაჩვენები წარუმატებელი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვინჩენცო მონტელა გაუშვეს და მის ნაცვლად ასევე ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ჯენარო გატუზო დანიშნეს.
აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლაში ვალტერი ბოტასის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა 1-ის 2017 წლის სეზონი. „მერსედესის“ ფინელი პილოტი სტარტზევე დაწინაურდა და ლიდერობა ფინიშამდე შეინარჩუნა, გზად კი სეზონის ჩემპიონი თანაგუნდელის, ლუის ჰამილტონის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11