საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გურჯაანში ნანა იოსელიანისა და გია გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბის ახლადგახსნილ დარბაზში ნანა იოსელიანის 2017 წლის თასის გათამაშება 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩატარდა, რომელშიც კახეთის რაიონების გუნდები მონაწილებდნენ.…
ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა საციგურაო ორგანიზაციის (ISU) მიერ 24-26 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩატარებულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენისთვის „შანხაი ტროფი 2017“ წელს რიგით მეხუთე საერთაშორისო ტურნირი იყო.
იაპონიის ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში დასრულებული ნომებრის სუპერტურნირის, იგივე კიუსიუ ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკოზუნა ჰაკუჰო გახდა, რომელმაც “იმპერატორის თასი” მეორმოცედ შემართა. კიუსიუ ბაშო წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის: ორივე მათგანმა დადებითი…
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი 15-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. ეროვნული ლიგის ბოლო ტურში კახა ჩხეტიანის გუნდს უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოსთან“ მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, რასაც მიაღწია კიდეც.
ბრაზილიელ ფეხბურთელ რობინიოს მილანის სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა შეუფარდა. „რეალისა“ და „მილანის“ ყოფილ ვარსკვლავს ბრალი სექსუალურ ძალადობაში ედებოდა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა. პეტრიაშვილმა რუსეთის დაღესტნელი ფალავანი მაგომედამინ დიბიროვი 3:42 წუთში ანგარიშით…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ეროვნული გუნდი ანგარიშით 21:20 დაამარცხა.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სანქციები დააკისრა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე კიდევ 4 რუს სპორტსმენს, ამჯერად - სკელეტონისტებს: ალექსანდრ ტრეტიაკოვს, ელენა…
საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ლიგაში მოასპარეზე კლუბმა „თელავმა“ ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ჩხოროწყუს „სამეგრელოსთან“ გამართა, სტუმარი გუნდი 5:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ეტაპიც მესამე ადგილზე დაასრულა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდთან 9-ქულიანი სხვაობით დამარცხდა (70:79). ილიას ზუროსის გუნდს გერმანელთა დამარცხებლად ძალა და რესურსი არ ეყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11