weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სპორტი

უკანასკნელი ევროპული გუნდი, რომელმაც რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის საგზური მოიპოვა, დანიის ეროვნული გუნდი გახდა. იუტლანდიელებმა შინ ნათამაშები ნულოვანის ფრის შემდეგ, ირლანდიასთან განმეორებითი შეხვედრა სტუმრად დუბლინში გამანადგურებელი ანგარიშით მოიგეს.

იტალიის ეროვნული ნაკრების სენსაციური წარუმატებლობის შემდეგ, ზოგადი მოსაზრებით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო ვენტურა პოსტს დატოვებდა, მაგრამ 69 წლის სპეციალისტი ასე არ მოქცეულა. მისი თქმით, იგი აგრძელებს იტალიის ნაკრებში მუშაობას.

უდიდესი საფეხბურთო სენსაციით დასრულდა იტალია-შვედეთის საპლეი-ოფო დაპირისპირება. სკანდინავიელებმა სახელოვან მეტოქეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური არ დაანებეს და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალია მუნდიალს მიღმა დატოვეს. პირველად 1958 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ 10 და 13 ნოემბერს, გორსა და ქუთაისში ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ მაყურებელ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს…

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ფრედ, 2:2 ითამაშა ბელარუსთან. კვიპროსთან მოგების შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში შვიდი ფეხბურთელი შეცვალა.

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები კიდევ ორმა ევროპული ქვეყნის ნაკრებმა მოიპოვა. პირველ მატჩებში გამარჯვებების შემდეგ, პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები შვეიცარიამ და ხორვატიამ უგოლო ყაიმებით დაასრულეს და მუნდიალის ბილეთები დაჯავშნეს.

გაისად რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისთვის აფრიკიდან მონაწილე გუნდების წარმომადგენლობა სრულად დაკომპლექტდა: ნიგერიას, ეგვიპტესა და სენეგალს „ცხელი კონტინენტის“ შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ტუნისი და მაროკო შეუერთდნენ.

სენეგალის ეროვნული ნაკრები ნიგერიისა და ეგვიპტის შემდეგ, აფრიკის ზონიდან მესამე გუნდია, რომელმაც რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. „ტერანგას ლომებმა“ ბოლოსწინა ტურში სამხრეთ აფრიკის ნაკრები სტუმრად დაამარცხეს და არსებობის ისტორიაში…

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის მატჩში შვედეთის ნაკრებმა შინ იტალია დაამარცხა და შესაბამისად, არსებობს იმის შანსი, რომ 1958 წლის შემდგომ პირველად, მუნდიალმა „სკვადრა აძურას“ გარეშე ჩაიაროს.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა გორში გამართული საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგო. კვიპროსის ნაკრებს ერთადერთი გოლი თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გაუტანა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]