საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„მილანმა“ შეთანხმებას მიაღწია „ჯენოას“ პოლონელი თავდამსხმელის, კჟიშტოფ პიონტეკის ტრანსფერზე. გარიგების ღირებულებად €35 მილიონი დასახელდა. 23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სერია A-ს განვლილ 19 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და იტალიის ჩემპიონატის…
ულე გუნარ სულშერის გუნდში მისვლიდან „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 7 მატჩი გამართა და ზედიზედ 7 გამარჯვება იზეიმა, ამათგან ექვსი ჩემპიონატში, ერთი კი - ინგლისის თასზე.
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე დღეს საფრანგეთში ITF-ის ტურნირის გათამაშებაში ჩაებმება, რომელიც 27 იანვარს დასრულდება. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 60 000 აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში, კერძოდ კი მეორე ბუნდესლიგის კლუბ „მაგდებურგში“ გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა ლორიას ყაზახურ „ტობოლში“ ტრანსფერის შესახებ.
ბრიტანელ მოკრივე ტომ ბელს ინგლისის ქალაქ დონკასტერის ერთ-ერთ ბარში ესროლეს. იგი საავადმყოფოში მოთავსებიდან მალევე გარდაიცვალა.
ფრანგული საკალათბურთო კლუბის, „ნანტის“ ამერიკელი წევრი ჯერმენ მარშალი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინციდენტის დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა, თუმცა შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.
საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა დვალი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერ „ფერენცვაროშში“ გააგრძელებს. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა 23 წლის მცველის სანაცვლოდ ნახევარი მილიონი ევრო გაიღო.
ტოკიოში მიმდინარე იანვრის სუპერტურნირს მეორე იოკოზუნა გამოეთიშა. 5 „იმპერატორის თასის“ მფლობელი მონღოლი დიდი ჩემპიონი კაკურიუ ჰაცუ ბაშოზე 5 ორთაბრძოლის შემდეგ მარჯვენა კოჭის ტრავმის გამო მოიხსნა.
კომპანია UFC-ში კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდება. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ქართველმა სპორტსმენმა რომან დოლიძემ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს, რომელსაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მძიმე წონაში (120 კგ) დაკავებული მეორე ადგილისთვის ვერცხლის მედალი გადაეცა, დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11