weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სპორტი

მიმდინარე წლის ზაფხულში, ბრაზილიაში გასამართ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე მონაწილე 12 გუნდი სამ ქვეჯგუფში წილისყრით განაწილდა.

საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტიერი ანრი გუნდს ამ ეტაპზე აღარ გაწვრთნის, თუმცა საბოლოოდ გადასაწყვეტია, გაათავისუფლებენ თუ არა ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს მონეგასკური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.

„კარდიფ სიტის“ არენტინელი ახალწვეულის, ფეხბურთელ ემილიანო სალასა და თვითმფრინავის პილოტის ძებნა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, საავიაციო ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი ფრთების მოყინვის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან.

უნგრეთის ქალაქ ერდში ევროპის თასის პირველი ტური ჩატარდა სამოყვარულო სუმოში, რომელიც ამავდროულად 2021 წლის მსოფლიო თამაშების სარეიტინგო ტურნირიც გახლდათ. შეჯიბრებაზე ზურაბ აქუბარდიამ და ლაშა ჯელაძემ ორ-ორი მედალი მოიპოვეს. საერთო ჯამში…

ძალადობაში ბრალდებულმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან მისი ჩამოშორება არა მხოლოდ ფედერაციას ჩამოაქცევს, არამედ მთელ ქვეყანას. გეგეშიძემ ეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს, რომელსაც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ძალადობა ედებოდა ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. ამასთან, მოსამართლემ…

26 და 27 იანვარს, ოზურგეთში გასამართი საქართველოს პირველობა 23 წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გადაიდო. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.

მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა უნდა, რის შესახებაც უცხოური გამოცემები წერენ. ბრაზილიელ მარცხენაფლანგელს სურს, რომ კვლავ კრისტიანო რონალდოს მხარდამხარ ითამაშოს და თავისი სურვილი მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად არგენტინელი თავდამსხმელი ანტონიო როხანო დაიმატა, რომელმაც თბილისის „დინამოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელის, ფრენკი დე იონგის სატრანსფერო საგა დასრულდა. 21 წლის ტალანტი კარიერას კატალონიურ გრანდ „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]