weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„აზოვსტალიდან“ ევაკუაციაში UN-სა და წითელი ჯვრის მონაწილეობას პუტინი დათანხმდა – UN

11:59 ოთხშაბათი, 27 აპრილი 2022
პუტინისა და გუტერეშის შეხვედრა 26 აპრილს პუტინისა და გუტერეშის შეხვედრა 26 აპრილს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზეც ისაუბრეს.

ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად, მზად არის, ორი-სამი დღის განმავლობაში, „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინოს.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა თქვა, რომ მარიუპოლში სიტუაცია „ტრაგიკული, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივია“.

„დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს. ის ამბობდა, რომ იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. იქ არ არის საომარი მოქმედებები! არ არის მარიუპოლში საომარი მოქმედებები, ისინი შეწყვეტილია“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, „აზოვსტალის“ ქარხანა „სრულად იზოლირებულია“ და ბრძოლები იქაც არ მიმდინარეობს.

„დიახ, უკრაინის მთავრობისგან გვესმის, რომ იქ სამოქალაქო პირები არიან. მაშინ, უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, ისინი გაათავისუფლონ. ან ისინი მოქმედებენ როგორც ტერორისტები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, როგორც ISIS-ი სირიაში, იმალებიან მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. ყველაზე მარტივი, რისი გაკეთებაც შეიძლება, ამ ადამიანების გამოშვებაა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი ირწმუნება, რომ რომ რუსეთის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული დერეფნები მუშაობს და მათი საშუალებით მარიუპოლიდან 130-140 ათასი ადამიანი გამოვიდა: „მათ შეუძლიათ, სადაც უნდათ იქ წავიდნენ: ვიღაცას უნდა რუსეთში, ვიღაცას უნდა უკრაინაში. სადაც უნდათ! ჩვენ მათ არ ვაკავებთ, ყველანაირ დახმარებას და მხარდაჭერას ვუწევთ“.

გაეროს გენმდივნის ოფიციალური წარმომადგენლის, სტეფანი დიუჟარიკის განცხადებით, „საერთო ჯამში“ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობაზე.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი სამოქალაქო პირი და 500 დაჭრილი სამხედრო იმყოფება.

 

ამ თემაზე:

პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმის გაუქმების და მისი ბლოკირების ბრძანება გასცა

საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაური „აზოვსტალიდან“ ევაკუაციას ითხოვს

„აზოვის“ პოლკი „აზოვსტალიდან“ იარაღის გარეშე არ გამოვა – ყუფარაშვილ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]