weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მსოფლიო

თურქეთის დედაქალაქ ანკარის ხელისუფლებამ ლგბტ თემს თეატრალური დადგმების, კინოჩვენებების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი კულტურული ღონისძიებების ჩატარება აუკრძალა. ამ გადაწყვეტილების მოტივი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილება გახდა.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსის, სერ პოლ მაკკარტნის ერთ დროს კუთვნილ „ასტონ მარტინის“ ყველაზე ცნობილ მოდელს, 1964 წელს გამოშვებული DB5-ს, რომელსაც პოპულარულობა ჯეიმს ბონდზე შექმნილმა კინოსერიებმაც მოუტანა, 2 დეკემბერს ლონდონის აუქციონზე გაყიდიან.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, 19 ნოემბერს ქვეყნის არმიამ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისაგან მათ ხელთ არსებული ბოლო ციტადელი, ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქი აბუ ქამალი იგივე ალ-ბუქამალი გაათავისუფლა.

ყველაზე ცნობილი ამერიკელი კრიმინალი, სექტა „ოჯახის“ დამაარსებელი ჩარლზ მენსონი 83 წლის ასაკში კალიფორნიის შტატის ქალაქ ბეიკერსფილდის ჰოსპიტალში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ჩინეთის ქალაქ სანიაში 2017 წლის „მის მსოფლიოს“ კონკურსის ფინალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულად ინდოეთის წარმომადგენელი, 20 წლის მანუში ჩილარი დაასახელეს. სილამაზის კონკურსის პირველ ხუთეულში ინდოეთის გარდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კენიისა და…

არგენტინის ნაპირებთან ამ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი „სან-ხუანი“ გაუჩინარდა. ეკიპაჟი უკვე ორი დღეა არ გადის კავშირზე. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელ ენრიკე ბალბიზე დაყრდნობით იტყობინება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა გავლენიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ატა მუჰამედ ნურის მხარდამჭერთა აქციაზე მოაწყო.

რუსი ოფიციალური პირების ცნობით, ოთხი წლის გოგო გადაურჩა ავიაკატასტროფას, რომელმაც თვითმფრინავში მყოფი დანარჩენი ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თვითმფრინავი 15 ნოემბერს შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ხაბაროვსკის მხარეში ჩამოვარდა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახური, "ამერიკის ხმა" და ტელეარხი "ნასტოიაშჩეე ვრემია" გააფრთხილა, რომ შესაძლოა მათ საქმიანობა შეეზღუდოთ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]