weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მსოფლიო

ბოლივუდში გადაღებული ახალი ინდური ეპიკური ფილმის, „პადმავატის“ რეჟისორმა და მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა უამრავი მუქარის წერილი, მათ შორის მოკვლის შეტყობინება მიიღეს.

იემენელი მეამბოხეების განცხადებით, მოკლულია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი, რომელიც ჯერ ჰუთიტი მეამბოხეების მოკავშირე იყო, შემდეგ კი მათ მოწინააღმდეგედ იქცა.

3 დეკემბერს რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო ჯარების ერთობლივი იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა. ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ და ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ გაავრცელეს.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანი აჰმადზაიმ ქალებს მოდიში მოუხადა ტრადიციულ თავსაბურავთან დაკავშირებული განცხადების გამო, რომელიც სექსისტურად შეაფასეს. ბრალდებას, რომ მისი მთავრობის ზოგიერთი წევრი ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული, პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა…

3 დეკემბერს, ავღანეთში, მოტოციკლით მოძრავმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, სულ მცირე ხუთი ადამიანი იმსხვერპლა. აფეთქება ნანგარჰარის პროვინციის ქალაქ ჯალალაბადში, საფეხბურთო სტადიონთან მთავრობის მომხრეთა დემონსტრაციისას მოხდა. აფეთქებისას 8 ადამიანი დაშავდა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის…

კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომლის ფინანსურმა მდგომარეობამ უკანასკნელი 18 წლის მანძილზე 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ მონაცემებით, იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.

არგენტინამ დაღუპულად გამოაცხადა ატლანტის ოკეანეში დაკარგული, თავის კუთვნილებაში მყოფი სამხედრო წყალქვეშა ნავის, „სან ხუანის“ ეკიპაჟის 44 წევრი. მათ გადასარჩენი სამაშველო ოპერაცია ოფიციალურად შეწყდა.

საწამლავი, რომელიც ბოსნიელი ხორვატების ყოფილმა გენერალმა, სამხედრო დანაშაულისთვის გასამართლებულმა სლობოდან პრალიაკმა ჰააგის სასამართლო დარბაზში დალია, კალიუმის ციანიდი იყო. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჰოლანდიელმა ექსპერტებმა ექსპერტიზის შემდეგ განაცხადეს.

საფრანგეთში ბელარუსიდან შეტანილი 3.5 ტონა სოკო აღმოაჩინეს, რომელიც რადიაქტიური ნუკლიდის ცეზიუმ 137-ით იყო დაბინძურებული. ამის შესახებ სააგენტო Reuters საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტზე (IRSN) დაყრდნობით წერს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]