weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიო

ამერიკული ონლაინ ლექსიკონის Merriam-Webster-ის შემქმნელებმა 2017 წლის სიტყვად “ფემინიზმი” (Feminism) დაასახელეს. მიმდინარე წელს ლექსიკონში ამ სიტყვის ძებნის მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 70%-ით არის გაზრდილი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში ჩავიდა, სადაც ჰმეიმიმის საავიაციო ბაზაზე მივიდა და პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს შეხვდა. პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელებს დაავალა, სირიიდან…

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2018 წელს კომერციული კინოთეატრების გახსნაზე დაახლოებით 30 წლის წინ დაწესებული აკრძალვა გაუქმდება. კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, ლიცენზიის გაცემა დაუყოვნებლივ დაიწყება და პირველი კინოთეატრები 2018…

ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ომი საბოლოო გამარჯვებით დაასრულა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჰეიდარ ალ-აბადის განცხადებით, ერაყის ტერიტორია მთლიანად არის გათავისუფლებული ექსტრემისტებისგან, ხოლო სირიასთან საზღვარს ერაყელი სამხედროები…

გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ყოფილი ზაირი) მდებარე გაეროს ბაზას მეამბოხეები თავს დაესხნენ და 14 მშვიდობისდამცველი მოკლეს, ხოლო 53 დაჭრეს.

სამხრეთ პაკისტანის სანაპიროსთან, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა ბორნის ჩაძირვის შედეგად. ბორანზე მყოფი 60-ზე მეტი ადამიანი სუფისტური ტაძრისაკენ მიეშურებოდა, რომელიც სინდის პროვინციის სანაპიროსთან არსებულ კუნძულზე მდებარეობს.

კანადელმა პორნოვარსკვლავმა მერსედეს გრაბოვსკიმ, ცნობილმა როგორც ოგასტ ეიმსმა (August Ames), სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 23 წლის პორნომსახიობი კალიფორნიაში მდებარე საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახლობლების თქმით, ოგასტ ეიმსი ღრმა დეპრესიაში მისი მისამართით…

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, რითიც მან იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში პალესტინელების საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. შეხლა-შემოხლის შედეგად სულ მცირე 31 პალესტინელია…

კოსტა რიკის კუთვნილი კუნძულის სანაპიროსთან 49 წლის ამერიკელი ქალი ტურისტი ზვიგენმა იმსხვერპლა. ინციდენტი ამ ქვეყნის ისტორიაში უკანასკნელი 400 წლის მანძილზე მხოლოდ მე-5 ფატალური შემთხვევაა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]