weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მსოფლიო

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში სუფისტური ტაძრის მეთვალყურემ 20 ადამინი აწამა და ცემით მოკლა. მკვლელი აბდულ ვაჰიდია. 4 მომლოცველი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

ინდოეთის შტატ გუჯარათში, ადგილობრივ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება, საქონლის ხორცის ტრანსპორტირებაში ბრალდებულისთვის კი 10-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა შეეგუოს სირიაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და მისცეს სირიელებს საშუალება თავად გადაწყვიტონ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბედი.

ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდი გატეხეს. დაუდგენელმა პირებმა ფრანსუა ოლანდის კედელზე ჩანაწერი განათავსეს და მომხმარებლები წვეულებაზე მიიწვიეს, რომელსაც ავტორების თქმით, პრეზიდენტი 7 მაისს თანამდებობიდან გადადგომის აღსანიშნავად გეგმავდა.

სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა ალექსანდრ პეტროსიანმა მშობლიური ქალაქის ფოტოდოკუმენტაციას მრავალი წელი მოანდომა. მისი კოლექცია ლამაზთან ერთად გროტესკულიცაა, იგი მნახველს უხეშ და არაპროგნოზირებად ქუჩებში ეპატიჟება და დოკუმენტური ფილმების მსგავსი კადრებით გამოირჩევა.

აშშ-ის სენატმა NATO-ში ჩერნოგორიის გაწევრიანებასა და შესაბამისად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას მხარი დაუჭირა, რაც სავარაუდოდ კრემლის მკვეთრად უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში არსებულ ბოდეს მუზეუმიდან მილიონი დოლარის ღირებულების 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტა მოიპარეს. ბერლინის პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, მძარცველებმა მუზეუმში ფანჯრის მეშვეობით ღამის 03:30-საათზე შეაღწიეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რითაც უქმდება ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდის ინციატივები კლიმატის ცვლილებების მიზეზებთან ბრძოლაში.

ირანის ხელისუფლება აპირებს ამერიკული კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას. ირანული სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, სანქციები შეეხება იმ ფირმებს, რომლებიც ისრაელსა და „მის ტერორისტულ საქმიანობას“ უჭერენ მხარს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]