საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სირიაში ავიაიერიშისას მეჩეთი დაიბომბა, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა. ავიაიერიში ალეპოს პროვინცია ალ ჯინეში განხორციელდა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. გარდაცვლილების უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღწევს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდებს ბრალი 1995 წლის ივლისში, ყოფილ იუგოსლავიაში, ბოსნიის ომისას სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტაში დასდო, რაც თურქეთ-ნიდერლანდების დიპლომატიური დაპირისპირების მორიგი შემთხვევაა.
შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენი აცხადებს, რომ მოითხოვს დამოუკიდებლობის შესახებ ახალ რეფერენდუმს, რომელიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამდე უნდა ჩატარდეს.
ევროკავშირმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების ვადა გაახანგრძლივა, რაც 150 პირისა და 37 ორგანიზაციის წინააღმდეგაა მიმართული.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდების მთავრობას, რომელმაც ქალაქ როტერდამში ჩასვლისა და თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის უფლება არ მისცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს, „ნაცისტების გადმონაშთი“ და „ფაშისტები“…
ნიდერლანდების პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა, ქალაქ როტერდამში თურქეთის საკონსულოს მახლობლად გამართული თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია, რომელშიც რამდენიმე ასეული პირი მონაწილეობდა, ძალის გამოყენებით დაშალა.
პაგანიზმი (Paganus - ლათ: სოფლის მცხოვრები) მრავალღმერთიული ხალხური რელიგიური ტრადიციებია, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ხალხი დღესაც მისდევს. ფოტოჟურნალისტმა იკურუ კუვაძიმამ რუსეთის ფედერაციაში არსებულ მარი-ელის რესპუბლიკაში ერთი წლის განმავლობაში იმოგზაურა და თითქმის…
შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) აცხადებს, რომ „ვიკილიქსმა“ ათასობით საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნებით საფრთხის წინაშე დააყენა ამერიკელი მოქალაქეების სიცოცხლე და სახელმწიფო ინტერესები.
საერთაშორისო ინტერნეტ-რესურს „ვიკილიქსის“ მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მდებარე აშშ-ის საკონსულო სადაზვერვო მოქმედებების ცენტრს წარმოადგენდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით.
შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეაში ანტისარაკეტო კომპლექსის განთავსება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რომლებიც იაპონიის კონტროლირებად წყლებში ჩავარდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11