weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მსოფლიო

გასულ კვირას ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ფართო მოქმედების ბომბის, ე.წ. „დედა ბომბის“ (MOAB) ჩამოგდების შედეგად, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მყოფი პაკისტანელი, ტაჯიკი, უზბეკი, რუსი, ინდოელი და სხვა ეროვნების დაქირავებული…

რუსეთის უშიშროების სამსახურმა კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროში მოწყობილ აფეთქებასთანაა კავშირში. უშიშროების უწყების თანახმად, ეჭვმიტანილი ოდინცოვოს რაიონში დაკავებული, 27 წლის აბრორ აზიმოვია, რომელმაც სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტი…

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ ქვეყნის უმაღლეს საარჩევნო საბჭოს ოფიციალური საჩივრით მიმართა, რათა ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას მიაღწიოს. ამავდროულად თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი გამოვიდა მოწოდებით, რომ კენჭისყრის შედეგებს…

საერთაშორისო დამკვირვებლებმა თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი გააკრიტიკეს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ახალ უფლებამოსილებას შემატებს. ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, კამპანია უთანასწორო პირობებში წარიმართა და ხმების დათვლა მოგვიანებით განხორციელებული პროცედურული ცვლილებების…

გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები და ეუთოს წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყონებლივი მოქმედებისკენ, რათა შეწყდეს ჰომოსექსუალთა დევნა ჩეჩნეთში. ამავე მოწოდებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა გამოიძიოს ცნობები ჰომოსექსუალების წამებისა და მკვლელობის შესახებ.

ჩრდილოეთ პაკისტანში მკრეხელობის ბრალდებით უნივერსიტეტის სტუდენტი მაშალ ხანი ჩაქოლეს. მას თავს სტუდენტების ჯგუფი დაესხა, რომელთა მტკიცებით, მაშალ ხანმა სოციალურ ქსელში მკრეხელური შინაარსის შემცველი პოსტი გაავრცელა.

აშშ-ის ქალაქ დეტროიტში მცხოვრებ ექიმს, ჯუმანა ნაგარვალას, რომელიც გოგონებისთვის წინადაცვეთის ოპერაციის ჩატარებაშია ბრალდებული, სამუდამო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ოპერაციას 6-დან 12 წლამდე გოგონებს უტარებდა. ის პაციენტებს, რომლებიც მასთან სხვადასხვა…

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისმა შენაერთებმა ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა. აშშ-მა ამისთვის არსენალში არსებული ყველაზე მსხვილი, 9 800 კილოგრამიანი, არაბირთვული ბომბი გამოიყენა.

ლონდონში რუსეთის საელჩოსთან შეკრებილმა ასობით ადამიანმა პროტესტი გამოთქვა გავრცელებული ინფორმაციის გამო, რის მიხედვითაც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მამაკაცებს აწამებენ და კლავენ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა 2004 წელს, ბესლანში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპული ბავშვების მშობლებისა და დაშავებულების საჩივარი. სასამართლომ გაიზიარა განმცხადებელების მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანის სიცოცხლის უფლება ხელყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]