weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდნენ, სადაც მასობრივი სამარხი ნახეს.

დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, სადაც ათასობით ადამიანი ქალაქიდან გასასვლელად იყო შეკრებილი, სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა, 89 კი დაშავდა. უკრაინა მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განმარტა, რატომ არ უთხრეს უკრაინელებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გარდაუვალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის გეგმების შესახებ ომის დაწყებამდე სულ მცირე ერთი თვით…

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდვანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „მნიშვნელოვანი დანაკარგი“ განიცადა. Sky News-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ „მათთვის ეს უდიდესი ტრაგედიაა “.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერების შესახებ. 193-წევრიანი ასამბლეიდან რეზოლუციას მხარი 93 ქვეყანამ დაუჭირა, რომელთა შორის საქართველოც არის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. დმიტრო კულებამ ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ძალიან მარტივი დღის წესრიგი აქვს, რადგან მასში…

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე საერთაშორისო სამართალი აღსრულდება. მან რუს ჯარისკაცებს მოუწოდა, იარაღი დაყარონ, თუ არ უნდათ, რომ კრიმინალები იყვნენ.

რუსი პოლიტიკოსი, დუმის დეპუტატი და „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის წარმომადგენლებმა და დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა დაადასტურეს.

4 წლის უკრაინელი ბიჭი, საშა, რომელიც საომარი მოქმედებების დროს, კიევის ოლქში მდებარე ვიშგოროდში გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვის დედა ადასტურებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიმართა და მოუწოდა, შეასრულოს გაეროს მიზანი – მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]