weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

მსოფლიო

ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში, პენტელის მთის ფერდობზე, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ასობით მეხანძრე და ათამდე ვერტმფრენი ცდილობს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დამწვარია სულ მცირე 13 სახლი.

თურქული უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების Bayraktar TB2-ის მაწარმოებელი კომპანია Baykar-ის გენერალურმა მენეჯერმა, ჰალუქ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ რუსეთს ამ ტექნოლოგიას არასოდეს მიაწვდიან.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ ჟურნალისტზე, დმიტრი გორდონზე ძებნა გამოაცხადა. გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული, რომელთაგან ერთი რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკების“ გავრცელებას ეხება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო შესაძლოა 28 თანამშრომელი გაათავისუფლონ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი ვიქტორია სპარცი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინაში რუსეთს „ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“ და როგორც ჩანს, ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ გუშინ, სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელობასთან და პოლიტიკური პარტიების ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე…

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს, თუმცა მთავრობის მეთაურის მოვალეობებს შეასრულებს მანამ, ვიდრე პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს შეახსენა, რომ ერთ დროს ალასკა რუსეთის ტერიტორია იყო.

ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინამ 144 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა, რომელთა შორის 95 „აზოვსტალს“ იცავდა. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ეს იყო ყველაზე მასშტაბური გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]