საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
უკრაინის ქალაქ ხარკოვში ბოლო მასობრივი დაბომბვის შედეგად 15 სამხედრო და 16 სამოქალაქო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ქალი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფრომაციას ხარკოვის საქალაქო საბჭო ავრცელებს. მსხვერპლის…
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი ჟენევაში, სადაც ის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიას უნდა დასწრებოდა, გაუქმდა. რუსული მხარის განცხადებით, ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცე ლავროვის თვითმფრინავისთვის დახურულია.
უკრაინელი სამხედროები, რომლებიც კუნძულ ზმეინიზე მსახურობდნენ, ცოცხლები არიან და რუსების ტყვეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები იტყობინება.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გულგრილი დამოკიდებულება აქვს მის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიმართ. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დიწყო. მხარეთა შეხვედრა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, გომელის ოლქში, მდინარე პრიპიატის ნაპირზე იმართება.
რუსმა ოპოზიციონერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა „რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი“ დააფუძნეს. კომიტეტში ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი დირექტორი მიხეილ ხოდორკოვსკი, მოჭადრაკე გარი კასპაროვი, პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი და ჟურნალისტი ევგენი კისელიოვიც არიან.
კრემლის დავალებით კიევში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 400-ზე მეტი დაქირავებული ჯარისკაცი გაგზავნეს და მათი ამოცანა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლაა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტმა დაარწმუნა, რომ ბელარუსიდან უკრაინის ტერიტორიაზე არც რაკეტებს გაუშვებენ და არც ჯარები შევლენ.
ევროკავშირი თავის ტერიტორიაზე რუსული საინფორმაციო საშუალებებს Russia Today-სა და Sputnik-ს აკრძალავს. ამის შესახებ დღეს ერთობლივ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა…
ევროკავშირი სანქციებს ამკაცრებს და საკუთარ საჰაერო სივრცეს რუსეთის ყველა - მათ შორის, რუსი ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებისთვის კეტავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11