საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, რომელიც შემაჯამებელი ოქმების 65.75%-ის მონაცემებს ეფუძნება, ხმების 30.41%-ით პირველ ადგილზეა შოუმენი და კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს 16.28% აქვს.
სლოვაკეთში არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგადაც პრეზიდენტად, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალი აირჩიეს. არჩევნების მეორე ტური ადვოკატმა, 45 წლის ზუზანა ჩაპუტოვამ მოიგო.
გერმანიის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 10 ადამიანი დააკავა. Deutsche Welle-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ტერაქტის მოწყობას დასავლეთ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გეგმავდნენ.
გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში, პარლამენტის შენობასთან „ბრექსიტის“ მომხრეებმა აქცია გამართეს. აქციაში მონაწილეობა იმ ორგანიზაცებმა მიღეს, რომლებიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას უჭერენ მხარს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის განცხადებით, მისმა ქვეყანამ წარმატებით ჩაატარა ანტითანამგზავრული სარაკეტო ტესტი, რამაც ინდოეთი „კოსმოსური ძალაუფლების“ ქვეყანათა ლიგაში შეიყვანა.
ბუენოს-აირესის სასამართლომ არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს, 88 წლის კარლოს მენემს სახელმწიფო ქონების გასხვისებისთვის 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ მას სახელმწიფო უწყებაში დასაქმება სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალა.
კალიფორნიის შტატის ქალაქ ინგლვუდში ხმლით შეიარაღებული მამაკაცი საიენტოლოგიურ ეკლესიაში შევიდა და ორი პოლიციელი დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მას თავში არეში ესროლა. თავდამსხმელი ინგლვუდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ვენესუელას პარლამენტის სპიკერი ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს მმართველობის დასასრულებლად, 6 აპრილს „ოპერაცია თავისუფლების“ დაწყებას გეგმავს.
უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული 1900 გვერდი და ჯგუფი წაშალა. ოფიციალური განცხადების თანახმად, აღნიშნული გვერდები და ჯგუფები კოორდინებულად და შეუსაბამოდ იქცეოდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების თაობაზე. დოკუმენტი თეთრ სახლში, ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის დროს გაფორმდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11