საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბრაზილიაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არიან ერთი ოჯახის წევრები, რომლებიც საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოყვნენ.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
ამერიკის შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“, რომელიც ქურთი და არაბი მებრძოლებისგანაა შემდგარი, აღმოსავლეთ სირიაში, ერაყის საზღვრის მახლობლად, სოფელ ბაღუზის გასათავისუფლებელი შეტევა განაახლა. ბაღუზი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელ ბასტიონს წარმოადგენს.
ჩინეთის მთავრობამ ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ თვითმფრინავ „ბოინგ 737 მაქს 8“-ის ფრენები შეაჩერა. გუშინ ეთიოპიაში ამ ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი დაიღუპა. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
116 წლის ქალი კანე ტანაკა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი. იგი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კიუსიუზე მდებარე ქალაქ ფუკუოკაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს.
1966 წელს, მექსიკაში ფერმერები შემთხვევით წააწყდნენ დამალულ მღვიმეს და აღმოჩენის შესახებ მათ ქვეყნის წამყვან არქეოლოგს ამცნეს, რომელმაც შესასვლელი საგანგებოდ დალუქა. ერთ-ერთი აღმომჩენი ლუის უნი, რომელიც ამჟამად 68 წლისაა, შარშან ხელმძღვანელობდა…
სამხრეთ მექსიკის შტატ ჩიაპასში ცენტრალური ამერიკელი მიგრანტებით სავსე სატვირთო ავტომობილის კატასტროფას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე პირი კი დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია.
ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში ჰამასის ბაზებზე საპასუხო იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც რამდენიმე საათით ადრე პალესტინელებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტა და ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი საჰაერო ბურთები გაუშვეს. ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასის“ ორი…
ამერიკის შეერთებული შტატები ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
მოდის ფრანგულ სახლ Chanel-ს ახლახანს გარდაცვლილი გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის ნაცვლად ვირჟინი ვიარი უხელმძღვანელებს და ლეგენდარული კოკო შანელის შემდეგ მეორე ქალი გახდება, რომელიც ხსენებულ პარიზულ მოდის იმპერიას გაუძღვება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11