საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თავისი ისტორიული მიწები არ უნდა დაივიწყოს და ეტაპობრივად უნდა მიუახლოვდეს მის სტრატეგიულ მიზანს - ერევანში დაბრუნებას.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ორი დღით გაათავისუფლეს. მუხთარლიმ საპატიმრო დაწესებულება გამონაკლისის სახით, დის, დისშვილისა და ძმისშვილის ორმოცზე დასასწრებად დატოვა.
დაღესტანში სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა-მითვისების ბრალდებით რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელი პირები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს გაიმართება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკვე მოაწერა ხელი.
ევროკავშირმა სომხეთის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ატომური ელექტროსადგური დახუროს. ევროკავშირის წარმომადგენლის, დარიკ ლორენცის განცხადებით, აუცილებელია ატომური ელექტროსადგური რაც შეიძლება მალე დაიხუროს, რამდენადაც შეუძლებელია მისი ისე გაუმჯობესება, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან…
აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ „ახალმა აზერბაიჯანმა“ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი წარადგინა. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ალი ახმედოვმა განაცხადა.
სომხეთში მიხეილ სააკაშვილის წიგნის სომხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია აღარ გაიმართება. წიგნი „ძალის გამოღვიძება“ მკითხველისთვის 7 თებერვალს, ეგიშ ჩერენცას სახლ-მუზეუმში უნდა წარედგინათ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი გაიწვია. პრეზიდენტის განკარგულების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერ ტაჯი“ ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ერთკაციანი აქცია გამართა და უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ადგილობრივი განყოფილების უფროსის, მარიხუანას შენახვისთვის დაკავებული ოიუბ ტიტიევის გათავისუფლება მოითხოვა.
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია მასშტაბური ფინანსური თაღლითობის ქსელი. სპეცსამსახურების მიერ დაკავებულ ოთხ პირს შორის, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე მამედ იზმაილოვია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11