weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ქალაქ სოჭში შეხვდა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავრობის პირობებში მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობა არანაკლებ დინამიურად განვითარდება.

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს დღეს, სოჭში შეხვდებიან. შეხვედრა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

21 წლის მამაკაცი, რომელიც პარიზის ცენტრში მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხა და ერთი ადამიანი მოკლა, ჩეჩნეთიდან იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. თავდასხმის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაიჭრა. ახალგაზრდა…

დაღესტნელი სამართალდამცველები იძიებენ ქალაქ იზბერბაშში პოლიციელებს შორის შემდგარ „დუელს“, რის შედეგადაც ორივე მათგანი დაიჭრა და გამვლელიც დაშავდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 18 %–ს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი აფგან მუხთარლი ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადასცეს.

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის, არ ყოფილა და არასდროს იქნება, – ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელმაც მზაობა  გამოთქვა ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები…

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების სრულფასოვანი მონაწილე უნდა გახდეს.

სომხეთის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე თურქეთთან ურთიერთობები დაალაგოს.

ჩეჩნეთის პარლამენტმა მოამზადა და უახლოეს სხდომაზე განიხილავს რუსეთის სახელმწიფო დუმაში წარსადგენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არჩევა ზედიზედ სამჯერ არის შესაძლებელი. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 81-ე…

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, 42 წინააღმდეგი იყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]